LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია

149
ფორტუნა - 2023-09-15T012411.756

ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რაც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხს.

სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.. ვასანქცირებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს – ენტონი ბლინკენი

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიჰყვება სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა.

„შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული. ამ კონტექსტშია, როგორც ჩანს, ეს სანქცია. ამიტომ ამ საკითხს შეისწავლის ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში.

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g