„რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საბაჟოსა და ფინანსურ პოლიციას. ფაქტობრივად, სტრატეგიულ ობიექტებზე ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი გენპროკურორი აკონტროლებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, სადაც, მათ შორის, სავარაუდოდ, სანქცირებული ტვირთების გატარება ხდება.
აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს
სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
„ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, რომელიც განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ უწყებაში.
ფინანსთა სამინისტროში ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლად და უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ჯაშუშურ საქმიანობაში, ცხადია, მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო სწორედ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, FSB-ს აგენტები ფარცხალაძე და ლილუაშვილი ქვეყანაში აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, მათი „ლობირებით“ დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის მქონე, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი გივი ქუთათელაძე, რომელიც რამდენიმე თვეა პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მოგვევლინა.
„ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის „ლობირებით“ ბათუმის პორტიდან გაუშვეს სახელმწიფო დაცვა და ნავთობტერმინალის დაცვის ფუნქცია აიღო შევარდნაძის დროინდელმა მაღალჩინოსანმა სოსო ალავიძემ, რომლის დანიშვნაც FSB-ს მოთხოვნა იყო.
იაგო ხვიჩია – ეჭვი მაქვს, ფარცხალაძემ „ქეშის” გამოტანა მოასწრო
ფოთის პორტის ნავთობტერმინალებს აკონტროლებს ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი ხელი გახლავთ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასევე ხელს უწყობს სანქცირებული Petrocas-ის ნავთობის შემოტანას საქართველოში და მის ტრანსპორტირებას“. – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე