„მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე“.
აღნიშნულით დეპუტატმა მმართველი პარტიის მიერ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა და თქვა, რომ „ქართული ოცნება” პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლებაა”.
„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არავინ ხართ და ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ - ეს არის მავნებლობა“.