თქვი, რომ ოკუპირებულები ვართ და რუსეთს გასაყვანი აქვს ჯარი, ისევე როგორც უკრაინიდან. ახალს არაფერს ითხოვენ. რატომ გაჩუმდით, მაინც და მაინც ომის დროს, როდესაც ამას ყოველთვის ამბობდი, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
რუსეთი უკვე მორალურად მარცხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარცხდება ბოლომდე, მან შეიძლება საშინლად მოიქნიოს კუდი და საჭიროა მეტი ყურადღება, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
წესით, პუტინი ახლა კედლებზე უნდა დარბოდეს, აშკარად ფსიქიკურად ჯანმრთელად [არ არის], არ ვიცი, ეს ექიმებმა უნდა თქვან, მაგრამ ვინაიდან ჩაუვარდათ სტრატეგია, უცებ ვერ აიღეს უკრაინა, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი განმარტებით, უკრაინა-რუსეთის საზღვართან ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებს ნატოს მორიგი სამიტის შემდგომ დაიწყებს, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესაძლებლობას ექსპერტი, პაატა ზაქარეიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ „რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა“.