LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ არ ვდგავართ უკრაინის გვერდში – ხმას ვაძლევთ გაეროში, ჰააგაში, მაგრები ვართ საერთო სიმღერაში, გუნდში ვმღერით, სოლო კი არ არის

290
BeFunky-collage (21)

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შიდა დაპირისპირება გავლენას მოახდენს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე და “ვიდრე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „წუწაობას“ განაგრძობს, არაფერი მოხდება.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილი დასძენს, რომ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლით არაფერი გამოსწორებულა.

„ვიდრე პუტინი იქნება ხელისუფლებაში, ეკონომიკური სანქციები არ მოიხსნება. ჩვენი მთელი ტრაგედიაა ხელისუფლება როგორც იქცევა. თითქოს, ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართ და ვეხმარებით უკრაინას. არა, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, ჩვენ და უკრაინას მთელი მსოფლიო უნდა გვეხმარებოდეს. როდესაც ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე წავა საუბრები, ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ, ვთქვათ, რომ ხალხო, რა ეკონომიკურ სანქციებს ვხსნით, როდესაც რუსეთს აღიარებული აქვს ჩვენი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და ვერ შესრულდა. ჩვენ უკრაინა ვართ. ჩვენც არანაკლები მსხვერპლი გავიღეთ, შესაბამისად, პრეტენზია და მორალური უფლება გვაქვს მსოფლიოს მოვთხოვოთ, რომ უკრაინის გვერდში ვდგავართ.

ჩვენ არ ვდგავართ უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ხმას ვაძლევთ გაეროში, ჰააგაში, მაგრები ვართ საერთო სიმღერაში, გუნდში ვმღერით, სოლო არ არის. ამიტომაც, ამაში ვედავებით, თქვით ის, რასაც ყოველთვის ამბობდი. თქვი, რომ ოკუპირებულები ვართ და რუსეთს გასაყვანი აქვს ჯარი, ისევე როგორც უკრაინიდან. ახალს არაფერს ითხოვენ. რატომ გაჩუმდით, მაინც და მაინც ომის დროს, როდესაც ამას ყოველთვის ამბობდი.

ეს ხელშეკრულება ცოცხალია, ჟენევის შეხვედრები ამ ხელშეკრულების ფონზე არსებობს. რუსეთი რომ ჩამოდის ჟენევაში, გალსა და ერგნეთში რომ მონაწილეობს, ჟენევის თანათავმჯდომარეები ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩადიან მოსკოვში. ევროკავშირი ამ ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ჩვენთან. რუსეთი ამ ხელშეკრულებას ასრულებს მთლიანად, გარდა ერთი პუნქტისა, მას არ გაჰყავს ჯარები. მოვითხოვოთ, ეს! ცოცხალი დოკუმენტის შესრულება მოვითხოვოთ. გაჩუმებულები ვართ, ვითომ, ჩვენ არ გვეხება რაც უკრაინაში ხდება. პირდაპირ გვეხება ის, რაც უკრაინაში ხდება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები