"არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ არის მიზანი. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ორივესთვის ეს არის საშუალება, რათა „ერთმანეთი ჩამოაქციონ“.
თქვი, რომ ოკუპირებულები ვართ და რუსეთს გასაყვანი აქვს ჯარი, ისევე როგორც უკრაინიდან. ახალს არაფერს ითხოვენ. რატომ გაჩუმდით, მაინც და მაინც ომის დროს, როდესაც ამას ყოველთვის ამბობდი, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
რუსეთი უკვე მორალურად მარცხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარცხდება ბოლომდე, მან შეიძლება საშინლად მოიქნიოს კუდი და საჭიროა მეტი ყურადღება, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
წესით, პუტინი ახლა კედლებზე უნდა დარბოდეს, აშკარად ფსიქიკურად ჯანმრთელად [არ არის], არ ვიცი, ეს ექიმებმა უნდა თქვან, მაგრამ ვინაიდან ჩაუვარდათ სტრატეგია, უცებ ვერ აიღეს უკრაინა, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.