ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.
"ამ ეტაპისთვის არ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ მიმართულებით რაიმე ტიპის ღონისძიების გატარება, თუმცა საყურადღებოა ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რა სიტუაციაც რეგიონშია".
მიგრანტები, რომლებიც დროებით ჩამოდიან საქართველოში მათი შემოსვლაც ტურისტულ სტატისტიკაში აღირიცხება, თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზე მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს.