"სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა" - წერს გვარამია "ფეისბუქში".
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით, თვე არის უკვე, რა თქმა უნდა, გვქონდა ამ საკითხზე საუბარი" - აღნიშნა კუჭავამ.
"კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას" - თქვა ირაკლი კობახიძემ.