LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავას “გადადგომა” დასავლეთზე უარის თქმის მკაფიო და საბოლოო განაცხადია: გვარამია

176
1

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კახა კუჭავას გადაწყვეტილებას “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება.

გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა.

მისივე თქმით, კუჭავას “გადადგომა” დასავლეთზე უარის თქმის მკაფიო და საბოლოო განაცხადია:

“კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალური საპარლამენტო რეფორმების გასაკეთებლად და ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია.

რამდენიც უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სათქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა.

სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხლისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია.

რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი “გადადგომა” მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებითი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალური და მოჩვენებით აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა.” – წერს გვარამია “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ვრცლად წაიკითხავთ აქ:

კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა, ვინ შეცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის

კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები ჩემს გუნდთან

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობას გუნდის ორი წევრი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატება

პოპულალურები