LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობას გუნდის ორი წევრი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატება

154
1

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და კახა კუჭავას აღნიშნულ პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

დღევანდელ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხვა საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება:

“გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, წარმატებას ვუსურვებ გიორგის.

ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ:

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის

კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები ჩემს გუნდთან