LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის

78
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მას პოსტზე მას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა:

“კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. შალვას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში. წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე, შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე.” – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები