„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა.“
მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.