„იციან, რომ მოსახლეობას კითხვები ექნება მათ მიმართ. იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დაისვას, დააცენზურონ და გააჩუმონ კრიტიკოსები, მიმართავენ დაშინების მეთოდს“.
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს“ - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.