სამი ოპოზიციური პარტია - „გირჩი მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე კამპანიას იწყებს.
„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას“.