„მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე მათ შორის, უზენაეს სასამართლოში, რათა შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის და სტრასბურგის სასამართლო დაადგენს სიმართლეს ამ საქმეზე“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა, რაც ძალაში დარჩა.
ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულთა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ირკვევა.
რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს - 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს - 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.