"ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ მის ყველა პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე", - წერს სააკაშვილი.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა.
გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია II ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და მღვდელმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს მოუწოდა ჯანმრთელობის პარაკლისები გადაიხადონ.