„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“.
„ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, რადგან ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინაა. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი, ერთადერთი, შეიძლება გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამართავენ შეხვედრას ლუქსემბურგში, ისინი გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში იქნებიან თუ რა ვარიანტები მიიღონ“