ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე
ელჩის თქმით, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას“.