ზურაბ ჯაფარიძე: „ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი… [გერმანიის ელჩის] ეს გზავნილი, რატომღაც არ მივიდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილამდე იმის გამო, რომ ჩაიყლაპა, წაიღო ინტერესი ფეხბურთმა, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ დამთავრდა, დასრულდაო“
„[გერმანიის ელჩმა] განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული“ -ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ საუბრისას განაცხადა.
