ბრალდებულმა ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა უკანონოდ, ფარულად გადაიღო, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა ასევე უკანონოდ გავრცელდა.
საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს - გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით, გამოძიება დროულად დაიწყოს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა. ამის შესახებ ლატარიას ახალმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა.