მისივე თქმით, ყველა აქტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა და რადიკალების წახალისების ნაცვლად კონსტრუქციული თანამშრომლობა უნდა წაახალისოს.
„თუ ჩაწერენ პირდაპირ იმას, რომ ოპოზიციაში მდიდარი ვინც არის, ისინი ოლიგარქები არიან, ეგ შანსია. ოპოზიციონერი ოლიგარქად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მას არ აქვს მექანიზმი იმისა, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედებით სიკეთე მოიპოვოს"
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა მათთან ერთად ოპოზიციასაც აკისრია და ამის დასასრულებლად კი, ოპონენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.
"ამ მხრივ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას ვაფასებ, რომ დაიწყოს საუბარი პოლარიზაციის ფესვებზე, ზოგიერთი განსხვავების შეჯერებაზე", - აცხადებს კელი დეგნანი.