LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი, ხალხმა ერთმანეთის მოსმენა რომ დაიწყოს – კელი დეგნანი

104
keli-degnani

ერთმანეთს მეტად უნდა მოვუსმინოთ და ნაკლებად დავესხათ თავს, იქნება ეს საქართველოში, თუ შეერთებულ შტატებში, – ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ბევრი კარგი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, თუ ხალხი ერთმანეთის მოსმენას ისწავლის.

“ამ მხრივ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას ვაფასებ, რომ დაიწყოს საუბარი პოლარიზაციის ფესვებზე, ზოგიერთი განსხვავების შეჯერებაზე და მოშუშების პროცესის დაწყებაზე, იმედი მაქვს, პრეზიდენტი წარმატებული იქნება”, — თქვა მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ამასთან, ელჩი მიხეილ სააკაშვილის საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბრალდებები, რათა „საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები