საზოგადოება „პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა… იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონური მედია 10 აპრილი, 2026 პოლონური მედია იუწყება, რომ 5 თვის ჩვილი ქალაქ პოზნანში, პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ, თამარ კ.-მ მიიყვანა. ბავშვი კაროლ იონშერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 8 აპრილს გარდაიცვალა.