სახალხო დამცველმა სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილთან საუბრის შემდეგ რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მიმართა
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში“ - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
