LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა

პროკურატურამ რუსთავში, მეუღლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"

ვიდეო: სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო – გენერალური პროკურატურა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო“ - ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„კრიმინალური ავტორიტეტების“ სახელით მოვაჭრეებს თანხას სძალავდა“ – „ლილო მოლის“ ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურა : „ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.