LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა

ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნება ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის: პროკურორი

მიმდინარე 6 სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთი იყო ის საქმე, რომლის პროცესიც გაიმართა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში 3 პატიმრის წამების ფაქტს ეხება.

ბრალდებული სალონში ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა – პროკურატურა ტაილანდელი მოქალაქის მკვლელობის საქმეზე

„ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პირს, რომელიც მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა და აწამებდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბრალდებულმა დაზარალებული წაიყვანა მშობლების სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებით და გასროლით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის პროკურატურა ევროჯასტს, გერმანიისა და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს მადლობას უხდის

"ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ჩატარებული ღონისძიება მაღალ დონეზეა შეფასებული" - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა: ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

2021 წლის 25 იანვარს, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს.