„იყო დრო, როდესაც ეს საერთოდ არ შუქდებოდა, ახლა უკვე მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილი, როდესაც შუქდება, მაგრამ შუქდება ისე, რომ ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.“– თქვა ბაია პატარაიამ.
ამ განცხადებით პატარაია ეხმაურება სტატუსს, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველის ფორმაში ჩაცმულმა მოქალაქემ ქეთი წიკლაურმა დაწერა: „არ ვამართლებ ქალზე ძალადობას, მაგრამ იმ კაცებისაც მესმის, ცოლები რქებს რომ ადგამენ და მერე გაუწონასწორები ხდებიან.“