LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“

თინა ბოკუჩავა: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილის დელეგაციის წევრებს მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე, ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნოს“

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, სადაც გრძელდება სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ლევან მაჭარავარიანი: „ნაცების“ გასამართლება 2012 წლიდან მოსახლეობის დაკვეთა იყო, თუმცა მაშინ კოჰაბიტაცია, რამდენიმე მინისტრის, პრეზიდენტის დანიშვნა გვაიძულეს – დღეს ძალიან ძლიერად ვართ, მზად ვართ, დაკვეთა შევასრულოთ“

„პარტნიორებისგან რჩევებს, თხოვნებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, მაგრამ რასაც ვთვლით, რაც არის საჭირო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ზუსტად ისე ვმოქმედებთ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ“.

ეკა დემეტრაძე „ქართულ ოცნებას“ – „შეგვეშვან, თავი დაგვანებონ, წავიდნენ და მიხედონ თავიანთ მილიარდებს“

„შეიძლება ასე ცოტა ხანს გვაწამონ და გვაწვალონ, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“ - თქვა საქალაქო სასამართლოსთან მყოფმა მსახიობმა.