LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“

დავით გამყრელიძე: „მინდა ყველა კარგად დავფიქრდეთ სად აღმოვჩნდით და რა გველოდება. დღეს დუმილი და პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ღალატის ტოლფასია – იცოდეთ, მერე ყველას მოგვეთხოვება ამაზე პასუხი“

პოლიტიკოსი, დავით გამყრელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ქცევითა და განცხადებებით, აბსოლუტურ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც გამოსავალი აღარ ჩანს.

თეონა აქუბარდია: „იმდენი რაოდენობის ადამიანი უნდა გამოვიდეს არჩევნების დღეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს გაყალბება – საქართველოში ერთპარტიულად არც ენმ მობრუნდება და ვეღარც „ოცნება“ გააგრძელებს მართვას, ამის გარანტიას მე გაძლევთ“

„ამ ქვეყანაში ივანიშვილმა დემოკრატია დაასრულა და ღიად გამოაცხადა, რომ ავტორიტარია. მაგრამ ამის მიუხედავად, ოქტომბერი არის თარიღი, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებიდან არჩევნების გზით უნდა გავიტანოთ, რაც არ უნდა ძალმომრეობას ჰქონდეს ადგილი.“

დათო გორგილაძე: „ქართული ოცნება“ ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია – ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა და ეტყოდა, ამას მაინც ნუღარ იკადრებთ“

„ერთი ისაა, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და ბოღმის რადიაცია, რომელსაც ხელისუფლება ასხივებს განწირულია სიმართლის წინააღმდეგ. სიმართლის, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, თავისუფალი და გულწრფელი ადამიანების ამოძახილია“.

დავით ზურაბიშვილი: „ხელისუფლება დამფრთხალი და მორალურად გაკოტრებულია, აგებს საინფორმაციო ომს და ცდილობს ძალადობით და საზოგადოების დაშინებით გაიმაგროს შერყეული პოზიცია“

ყველაზე ადეკვატური პასუხი ამგვარ ძალადობაზე კი არის უწყვეტი და მასშტაბური პროტესტი. ხელისუფლებამ თვალნათლივ უნდა დაინახოს, რომ დაშინებს მცდელობა არათუ არ მუშაობს, არამედ უფრო მძლავრი ტალღის სახით უბრუნდება უკან.“

თინა ხიდაშელი: „სინამდვილეში მთელი ეს „რეესტრი“, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ამ შალვამ, ირაკლიმ, ბიძინამ… ათიათასობით საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს უთხრა, რომ დღეს უყურებენ, ამოწმებენ, აღრიცხავენ და როგორც კი „მტრის“ მხარეს გამოჩნდებიან შედეგები იქნება“

„ოპონირების რეჟიმში მყოფ ადამიანებს რეესტრი არ ჭირდებათ, აგერ არის 170 ათასი სახელობითად გაწევრიანებული მხოლოდ ერთ ჯგუფში „დაიტოვე“ და კიდევ რამდენი ჯგუფია ასეთი. ერთ წუთში შეუძლიათ ამ შემადგენლობის იდენტიფიცირება, ამიტომ ეს მუქარა ჩვენ არ გვეხება.“