LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „იმდენი რაოდენობის ადამიანი უნდა გამოვიდეს არჩევნების დღეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს გაყალბება – საქართველოში ერთპარტიულად არც ენმ მობრუნდება და ვეღარც „ოცნება“ გააგრძელებს მართვას, ამის გარანტიას მე გაძლევთ“

140
თეონა აქუბარდია

„იმდენი რაოდენობის ადამიანი უნდა გამოვიდეს არჩევნების დღეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს არჩევნების იმგვარად გაყალბება, რომ ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, იყოს წართმეული“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკსტატუსის“ კომენტარებისას გააკეთა და თქვა, რომ „აუცილებლად უნდა მივიდეთ ოქტომბრამდე, ივანიშვილი რაც არ უნდა ეცადოს და აუცილებლად ეცდება, რომ ეს არჩევნები მიიტაცოს, ისე როგორც სახელმწიფო მიიტაცა.“

„რაც შეეხება მაიდანს, „ქართული ოცნება“ თავად ღიად აცხადებს, რომ ის ადგას იანუკოვიჩის და კრემლის გზას და უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის, ხალხის არჩევანს, გახდეს დასავლური ოჯახის წევრი. მაგრამ ამ მოცემულობაში საქართველო არ არის უკრაინის რადა და ეს არ არის მაიდანიზაციის პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასე დიდი სიხარულით ამტკიცებს.

დავით ზურაბიშვილი: „ხელისუფლება დამფრთხალი და მორალურად გაკოტრებულია, აგებს საინფორმაციო ომს და ცდილობს ძალადობით და საზოგადოების დაშინებით გაიმაგროს შერყეული პოზიცია“

ყველაზე ადეკვატური პასუხი ამგვარ ძალადობაზე კი არის უწყვეტი და მასშტაბური პროტესტი. ხელისუფლებამ თვალნათლივ უნდა დაინახოს, რომ დაშინებს მცდელობა არათუ არ მუშაობს, არამედ უფრო მძლავრი ტალღის სახით უბრუნდება უკან.“

რაც შეეხება თავად პროცესებს, სააკაშვილს აქვს უფლება, განაცხადოს ის, რასაც ამბობს, მაგრამ მე რაც წავიკითხე, ის ბოლოში ამბობს, რომ მშვიდად უნდა ჩატარდეს ყველაფერი. შესაბამისად, რაც არ უნდა მცდელობა იყოს გადატრიალების სცენარების გავრცობის სუს-ის და „ქართული ოცნების“ მხრიდან,  „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა გააყალბოს არჩევნები, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„შეთანხმება და დათანხმება, „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას შედგა… სტიგმატიზაციაზე ხვალ“- მამუკა მდინარაძე

იმდენი რაოდენობის ადამიანი უნდა გამოვიდეს არჩევნების დღეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს არჩევნების იმგვარად გაყალბება, რომ ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, იყოს წართმეული“, – განაცხადა აქუბარდიამ.

როგორც მანვე აღნიშნა, „ტექნიკური მთავრობა იქნებოდა ყველაზე საუკეთესო სცენარი იქამდე, ვიდრე არჩევნები იქნება, მაგრამ დღეს ეს ფუფუნება არ დგას“.

თეონა აქუბარდია: „შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ“

„ქართული ოცნება“ მიდის პირდაპირ ძალადობაზე საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, ის გადის კონსტიტუციიდან. შესაბამისად, მთავარი თარიღი უნდა იყოს 26 ოქტომბერი, არჩევნების დღე. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად მოისმინა ივანიშვილის გზავნილი, რომ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი.

მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მეშვეობით ჩვენ უნდა ვუთხრათ უარი რუსულ მთავრობას. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს არჩევნები იმგვარი, როგორიც სჭირდება ქვეყნის დემოკრატიას, შემდგომ შესაძლებელია სხვა ტიპის პასუხები.

ოხანაშვილი: გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს – ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას

მაიდანი თავად ივანიშვილმა ახსენა. პირველი იყო ივანიშვილი, ვინც აცხადებდა, რომ ის იანუკოვიჩი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის აღიარებს იმას, რომ საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს და ამბობს, რომ ის ისე არ წავა, როგორ იანუკოვიჩი. თუ ვინმე ამ ქვეყანაში საქართველოს კურსის გადახედვას ღიად აანონსებს, ეს ბიძინა ივანიშვილია. მაიდანთან შედარება აბსოლუტურად არარელევანტურია.

მიხეილ სააკაშვილმა დააინიცირა რუსული კანონი თუ ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მისი იდეა იყო. პარტიაში საპატიო თავმჯდომარედ მობრუნდა, რომ წამოეღო. ამ ქვეყანაში ივანიშვილმა დემოკრატია დაასრულა და ღიად გამოაცხადა, რომ ავტორიტარია. მაგრამ ამის მიუხედავად, ოქტომბერი არის თარიღი, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებიდან არჩევნების გზით უნდა გავიტანოთ, რაც არ უნდა ძალმომრეობას ჰქონდეს ადგილი.

სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა

სააკაშვილის დამცველი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ეს ფაქტია. „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი მთელ იმ პროცესებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და რაც არ უნდა წარმოაჩინონ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბუად და დაერიონ კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ადამიანს იმ მოტივით, რომ ისინი არიან „ნაცები“, ეს „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის.

ამით ისინი ფაქტობრივად აძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც, როგორც ჩანს, ასევე ივანიშვილის არასწორი ტაქტიკაა. იმიტომ, რომ საქართველოში არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდება ერთპარტიულად და ვეღარც „ქართული ოცნება“ ვერ გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას ერთპარტიულად, ამის გარანტიას მე გაძლევთ“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სააკაშვილი ახალგაზრდებს: „სიამაყით მოუყვებით შვილთაშვილებს, რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, სწორედ თქვენ გადაარჩინეთ მისი სახელმწიფოებრიობა“

ინფორმავიისთვის, მესამე პრეზიდენტის facebook-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად „შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება. არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები