LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა

142
მიხეილ სააკაშვილი

„ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა.

„ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს!

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მოწვევაზე უარი თქვა“

მოგვიანებით, ელჩის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც უწყების შეფასებით, პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება – საგარეო უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები