სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება [ჩატარდეს] - სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს“.
კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ტელეგრამ“ არხზე ეხმაურება და სამომავლოდ, საქართველოს BRICS-ში გაწევრებაზე საუბრობს.