LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს, რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ აგორებული „გაყალბებული არჩევნების“ კამპანია

„64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მეორე ტურში, გავიდა მმართველი პარტიის ყველა კანდიდატი, პარტიამ ქვეყნის მასშტაბით მოიპოვა საკრებულოს მანდატების 65% და გაიმარჯვა ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ხალხის ნდობის რეფერენდუმში.“

ლევან ბერძენიშვილი: ციხესთან მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს

„ამ დონეზე რომ დავა ხელისუფლება, იმის იმედი, რომ აქვს, თავად ვერ გასცემს პასუხს და მათ მაგივრად პასუხს გასცემს წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ციხეში კი არ ზის, არამედ გარედან აგინებს პრეზიდენტს“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

საბა ბუაძე სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე: ხელისუფლების სამარცხვინო და აგონიური სახის ყველაზე კარგი დემონსტრირებაა

საბა ბუაძის შეფასებით, ხელისუფლებაში პანიკაში არიან და სააკაშვილის პატიმრობა პირადი ღვარძლისა და შურისძიებისთვის უნდათ.

შეიძლება სააკაშვილი ხელახალი რევოლუციის ოცნებით დაბრუნდა, თუმცა რევოლუციების დრო აღარ არის: დენიელ ფრიდი

დენიელ ფრიდის თქმით, მისთვის გასაკვირია ის, თუ რატომ იმეორებს სააკაშვილის მთავრობის შეცდომებს „ქართული ოცნება.“

ეს მათი ბოლო გაფართხალებაა – „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე – უდუმაშვილი „ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე

უდუმაშვილის აზრით, მმართველი პარტია აქციაზე ხალხს დაშინებით მიიყვანს, სხვა შემთხვევაში კი, დეპუტატის თქმით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს სამსახურიდან გაუშვებენ.