LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

საქართველო სააკაშვილს უკრაინას მას შემდეგ გადასცემს, რაც ის სასჯელს საქართველოში მოიხდის: პაპუაშვილი

"გადაცემის ვალდებულების რაიმე მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენს დანაშაულს, გასამართლებას ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ექვემდებარება" - ამბობს პაპუაშვილი.

ყაველაშვილი გახარიას: როგორ შეიძლება ენმ-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის ტოლობის ნიშანი დასვა? სირცხვილია. როგორ, 9 წელიწადი კარგად მიდიოდა საქმე და ეს ექვსი თვე შეიცვალა ყველაფერი?

„რა გააკეთა ამ გახარიამ, ხო? ძაან სირცხვილია არის რა. მეც მერიდებოდა და არ მინდოდა რაღაცების თქმა... რაღაცა ტოლობის ნიშანს სვამთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელთან ერთადაც 9 წელიწად იყავით," - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი ოპოზიციას ჩრდილოეთ კორეას ადარებს: “როცა მისი ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა, მაგრამ ისე წარმოაჩინეს, თითქოს გაიმარჯვა და მთელი ქვეყანა ზეიმობდა”…

"მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. თუ კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის წინააღმდეგ განსახორციელებელი რამე საშინელება არსებობს, 2012 წლამდე ამ ძალამ ყველა დანაშაული ჩაიდინა" - ამბობს ყაველაშვილი.

გახარიას პარტია არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭერს

“ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის,”- თქვა გახარიამ.

კობახიძე: გადაავლეთ თვალი სააკაშვილს, მელიას, ბოკერიას, გვარამიას, ერთი საერთო ნიშანი აქვთ – პათოლოგიური ადამიანები არიან

"ნებისმიერი მათგანის მხარდაჭერა ნიშნავს პათოლოგიის მხარდაჭერას ქართულ დემოკრატიაში და ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგები არ სჭირდება", - თქვა კობახიძემ.