LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

„გამოკითხულთა 21%-ის თქმით, ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა, 31% კი ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს“ – კავკასიის ბარომეტრი

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა.

„ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – კობახიძე ვაშაძის განცხადებაზე, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოწოდებაზე

„ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩემს ქმარს რომ ეთქვა, კიდევ 12 წელი შენთან ვიქნებიო, თავს მოვიკლავდი, არათუ მთავრობა… ხომ იყავით უკვე 12 წელი, მადლობა“ – გიული ჩოხელი

„ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 წელი „ქართული ოცნება“ არც ერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს.

„ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი… თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის“ – სააკაშვილი ივანიშვილზე

„კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში“

„მინდა, რომ მშვიდობა იყოს საქართველოში“ – მანანა თოდაძე კითხვაზე, რატომ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“

გუშინ, 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას პარლამენტის წევრებისა და მინისტრების გარდა, ესწრებოდნენ სპორტსმენები,  მსახიობები, ტელეწამყვანები და მომღერლები.