LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

„ჩვენი მიზანია, ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი“ – კახა კალაძე

როგორც კალაძემ აჭარაში, პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს.

კალაძე: „კარგად ვიცი, რა არის ევროპა და სწორედ ამიტომ, მინდა, ჩემი ქვეყანა ამ დიდი ოჯახის წევრი გახდეს“

„მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია“ - ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმში, „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენცაზე განაცხადა.

„ამ მკვლელებმა ვერ უნდა შეძლონ.. მშვიდად ჩამობრძანებულან და შეხვედრებს ატარებენ“ – დაპირისპირება ბათუმის თეატრთან „ოცნების“ და ენმ-ის წევრებს შორის

ბათუმში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია ტარდება. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

„ქართული ოცნების“ 5 დეპუტატი, რომელთაც პარლამენტის მანდატი შეუწყდათ

მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და ასევე, გიორგი ამილახვარის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.