LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

„78 ყაველაშვილს პარლამენტში: არ აგერიოთ, წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს! მწვანეს არა!“ – სერგო ჩიხლაძე

დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც "ქართულ ოცნებაში" დღეს ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

ვიოლა ფონ კრამონი „ოცნებას“: შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა – ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!

„მივესალმები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ისინი თავიდანვე მოუსმენდნენ ქართველ ხალხსა და მეგობრებს.“

თამარ კორძაია: მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს

„ჩვენ თავს იმისგანაც ვერ დავიზღვევთ, რომ ხვალ ისევ არ შემოიტანენ ასეთ კანონს. აბსოლუტური გარანტიები არ არსებობს. ხვალ შეიძლება „ხალხის ძალამ“ სხვა ვერსია მოიფიქროს.“

„უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, უჭირავს კალამი, შეხედავს, „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს“ – გოცირიძე

„მუშაობს ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ“ - ასე მიმართა დეპუტატმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს და თქვა, რომ ისინი სრულ იზოლაციაში არიან და ამას ძალიან კარგად გრძნობენ.