ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე უმრავლესობის წევრებს მიმართავს. ვაშაძე 29 აპრილს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრების დაანონსებას გამოეხმაურა.