LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ”

213
page

მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სეფაშვილი „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ „საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ეხმაურება.

„რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ”- წერს მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში.

ხატია სიჭინავა: „სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს ! ეს ცალკე შოუ იქნება როგორც ვატყობ ! არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას ! მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა !“

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. როგორც ცნობილია პარლამენტთან დაანონსებულ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

„დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს“- მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე

რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ ❤️

Posted by Sandro Merab Sepashvili on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024