„ეს ქარტიაც თვალთმაქცურია, იმიტომ, რომ არაფერს ახალს არ გვეუბნება გარდა იმისა, რომ იმეორებს იმ რეალობას, რაც ყველამ ვიცით“ - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს“ - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს მოაწერენ. ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო.
„სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ მიმდინარეობას“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.