გრანადას საერთაშორისო ფესტივალის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, ცნობილი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ესტუმრა და კარიერულ სიახლეებსა და საერთაშორისო სცენებზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ასევე გაგვიზიარა, თუ როგორ უთავსებს საოპერო კარიერას ოჯახურ ცხოვრებას.
ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო და „კარმენის“ პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული ქეთევან ქემოკლიძე კიდევ ერთი საამაყო ამბის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს