"ჩვენ ვართ ყველაზე გავლენიანი ევროპის რადიო ასოციაცია „AER“-ის წევრები, ვართ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში, ჩართულები ვართ სამუშაო შეხვედრებში, ვიცით რა არის შექმნილი კრიზისის დაძლევის ეფექტიანი გზები და გვსურს ხელისუფლებასთან ერთად დავსახოთ ის როგორც სექტორის, ასევე საზოგადოების მხარდასაჭერად“ - თამარ ჩიგოგიძე
ჯგუფის წევრებმა „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ უკვე ერთი თვეა „leno records"-ში მუშაობენ. მათ დიდი ხნის სურვილი აუსრულდათ და ამჯერად მუსიკოს გიორგი გვარჯალაძესთან თანამშრომლობენ.