„ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობა“ - ამბობს რატი ბრეგაძე, რომელსაც პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და, როდესაც ექიმებისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.