როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნას დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს.
ზურაბ აზარაშვილმა დღესვე რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის დამტკიცებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილება დაფარავს დაახლოებით 1100 და მეტი ბრენდული დასახელების მედიკამენტს.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიას, როგორც მედიკამენტების ფასის რეგულაციისა და მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ მექანიზმს, ბევრი ქვეყანა იყენებს.
პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.