„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შესაძლებელია. იმ შემოსავლებით, რაც აქვს ქვეყანას ახლა. ამან შეიძლება ეკონომიკურ წინსვლას შეუწყოს ხელი და სესხები ცოტათი გაიაფდეს“.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.