საკუთარ სიტყვით გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი.
მინისტრის თქმით, რიგაში გამართული მინისტერიალზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.
მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს.
„ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს,“ - თქვა დავით ზალკანიანმა.