"ჩვენ ძლიერ სანქციებს ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს გადაწყვეტს. ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ" - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში.
"ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე" - წერს სააკაშვილი.