LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა: ჟოზეფ ბორელი

113
1

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას უკვე წლებია ძირს უთხრის.

როგორც ჟოზეფ ბორელი აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა.

“რუსეთი წლების განმავლობაში ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების წესრიგს. რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უკრაინაში –  ყირიმსა და დონბასში და საქართველოში ძალა გამოიყენა.

რუსეთი ცდილობს ძველი პირობები დაიბრუნოს და გავლენის სფეროები აღიდგინოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს ამ საუკუნის კონცეფცია არ არის”, – ამბობს ბორელი.

მისივე თქმით, პარტნიორმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ დეესკალაციის მისაღწევად ძალისხმევა და წვლილი შეიტანონ ყველა დიპლომატიურ მცდელობაში.

“ჩვენ ძლიერ სანქციებს ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს გადაწყვეტს. ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი რეაგირების ხასიათი კი რუსეთის არჩევანს უნდა შეესაბამებოდეს”, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები