ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად - დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები.
ვოლოდინმა პარლამენტს მიმართა, ყურადღება დაუთმოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს ანტირუსულ „დოკუმენტებზე“ ხელის მოწერას აიძულებენ.