როგორც თბილისის მერმა განმარტა, ბოლო ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მისივე თქმით, ამ მხრივ რუსთაველზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები.
გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.
„შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.“